0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა

თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში  საქმიანობენ.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა - რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.

შემდეგი სპიკერი ნინო ოხანაშვილი იყო. HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებით, მან ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის - „როგორ  უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?“

მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა - გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა - დავით ბირკაძემ აგროტურიზმის შესახებ; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა - მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს.

ფორუმი თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა - ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით - „თავი თუ სახელი“ ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში.

ამით ფორუმის პირველი ნაწილი დასრულდა. შემდეგ მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, თავიანთი სურვილისამებრ ვორქშოპებზე გადანაწილდნენ. მათ არჩევანი შემდეგ თემებს შორის გააკეთეს:

·    „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“ - ვორქშოპი თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა - ტატო ნორაკიძემ ჩაატარა.

·       „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“ - ამ თემაზე ექსპორტის განვითარების სააგენტოდან გვანცა მელაძემ ისაუბრა;

· „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში“ - სასტუმროების ბიზნესის თავისებურებეზე აგარარული უნივერსიტეტის ლექტორმა - ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა.

· „როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში“ - ამ კითხავაზე პასუხის გაცემას შალვა ახრახაძე შეეცადა, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის - „ფინანსური ლაბორატორიის“  მმართველი პარტნიორია.

ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...