0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია.

პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გამოსული ნომრების რესპოდენტები, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნეს პარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები დაესწრნენ.

„ცნობილი ამერიკული გამოცემა Entrepreneur წელიწადზე მეტია საქართველოში გამოდის და უკვე იქცა ქართველი ანტრეპრენერების და ბიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანების ფავორიტ გამოცემად. 2 თვეა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს ვებ პლატფორმა www.entrepreneur.ge, რომლის საშუალებითაც, კიდევ უფრო გავზარდეთ და მომავალშიც გავზრდით Entrepreneur-ის ერთგულ მკითხველთა აუდიტორიას. მოხარული ვარ, რომ პაშა ბანკი მხარს უჭერს საქართველოში ანტრეპრენერშიპის იდეის პოპულარიზაციას და თანამშრომლობს ანტრეპრენერებისთვის საინტერესო თემებზე რეგულარული ღონისძიებების და აქტუალური დისკუსიების მხარდაჭერის მიმართულებით. იმედია, ამ ტიპის თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ, „Entrepreneur საქართველოს“ გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა.

“წელს პაშა ბანკმა განაახლა სერვის მოდელი და ახლა ჩვენი საბანკო მომსახურებით სარგებლობას, როგორც მსხვილი და საშუალო, ისე - მცირე საწარმოები შეძლებენ, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს. გვაქვს სურვილი, რომ მხარი დავუჭიროთ ანტრეპრენერებს და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ საპრეზენტაციო ღონისძიების სპონსორობა. ვთვლით, რომ ჟურნალი ანტრეპრენერი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას და გამოცდილებას აწვდის დაინტერესებულ პირებს და ეხმარება მათ განვითარებაში.” - განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს  კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.ჟურნალი Entrepreneur ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან გამოდის. ქართული გამოცემა ადგილობრივი ანტრეპრენერებისთვის პოზიტიური ინსპირაციის, საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის წყაროა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...