0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თელიანი ველის“ გლეხური ქისი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია

საერთაშორისო კონკურს „Decanter World Wine Awards 2019“ -ზე მოპოვებული პლატინის, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და უმაღლესი ჯილდო “Best in Show”   

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2019“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 2019 წელს,  მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 17 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. კონკურსის ჟიური 280 ღვინის ექსპერტია, რომლებიც მხოლოდ 50 ღვინოს ანიჭებენ უმაღლეს ჯილდოს და გადასცემენ „Best in show” მედალს.

ისტორიაში პირველად, ეს უმაღლესი ჯილდო ერგო ქართულ ღვინოს -გლეხური ქისი ქვევრი 2017!  აღსანიშნავია, რომ გლეხური ქისი ქვევრი  ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში პირველი ღვინოა, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის. 

Decanter.com ღვინოს „გლეხური ქისი ქვევრი“ ასე ახასიათებს:

„პირველი ქართული ღვინო, რომელმაც „Best In Show“ შეფასება დაიმსახურა. დამზადებულია ქისის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. გამოირჩევა მუქი ქარვისფერი შეფერილობით. ხასიათდება ვაშლის ჩირის, გამხმარი ვარდებისა და კომშის არომატებით. მისი გემოვნური თვისებებით, სასიამოვნო ტანინებთან და მჟავიანობასთან ერთად, ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა. აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი განსაკუთრებული არომატი- მადისაღმძვრელი უმამი“ 

„თელიანი ველს“ საერთაშორისო კონკურს „Decanter 2019“  “Best in show”, 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:

·         გლეხური ქისი ქვევრი 2017“- პლატინა “Best in show”

·         გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017“ - ვერცხლი

·          „გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017“ - ბრინჯაო

·         თელიანი ველი წინანდალი 2017“ - ბრინჯაო

·         თელიანი ველი საფერავი 2018“-ბრინჯაო

 

 „Decanter World Wine Awards“  მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.

ბმული: https://www.decanter.com/

ბმული:https://www.decanter.com/wine-news/decanter-world-wine-awards-2019-full-results-announced-414443/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...