0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დავით პაიჭაძე: „არასწორად მიგვაჩნია შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან“

აზერბაიჯანში მიმდინარე აქციას საზოგადოების ნაწილი პეტიციით გამოეხმაურა. ჟურნალისტ დავით პაიჭაძის ინიციატივით, შეიქმნა ონლაინ პეტიცია, რომლის ადრესატიც საქართველოს პარლამენტი  და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ხელმომწერებს არასწორად მიაჩნიათ შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან. ასევე ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე - აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის.

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეგებ, ნორმალურმა ხალხმა, მოქალაქეებმა რამე განცხადება ან პეტიცია გავავრცელოთ და ვთქვათ რაღაც ამის მსგავსი:

-         დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

-         საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის.

-         კარგად ვიცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ პარტნიორები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან.

-         არასწორად მიგვაჩნია შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.

-         ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარებულია სსრკ-ში ორივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში და ამ ფარგლების თუ საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული.

-         მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ გამოიყვანა.

-         ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან,

-         ვულოცავთ აზერბაიჯანს მისი დამოუკიდებლობის დღეს,“ - წერს დავით პაიჭაძე.

ამ შინაარსის პეტიცია უკვე შექმნილია და www.manifest.ge-ზეა განთავსებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...