0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გიორგი მასხარაშვილი: „ვისი ბრალია შექმნილი აჟიოტაჟი?! მე ვთვლი, რომ ჩვენი“

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი Facebook-ზე გავრცელებული პოსტით დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„დავით გარეჯი - ვისი ბრალია შექმნილი აჟიოტაჟი?! მე ვთვლი, რომ ჩვენი.


საქმე ისაა, რომ მონაკვეთი, რომლის გამოც ეს აჟიოტაჟია ამტყდარი (და პათოსი მისაღები და გასაგებია ყველასთვის) საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, აზერბაიჯანის საზღვრებში დარჩა და ის, რომ დაჟინებით ვიძახოთ ჩვენია, სისულელედ მიმაჩნია. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი კულტურული მემკვიდრეობაა ზედ განთავსებული, ტერიტორია მეზობელი ქვეყნისაა.


ის, რომ აქამდე აზერბაიჯანის მხარე დიპლომატიურად თვალებს ხუჭავდა იმაზე, რომ ათასობით ტურისტი წელიწადის განმავლობაში ფეხით ფაქტობრივად არღვევდა მათ საზღვარს და სტრატეგიული სიმაღლის გავლით მათ ტერიტორიაზე შედიოდა, ესეც დიდ კეთილი ნების ამბად მიმაჩნია. კი იყო მცდელობა, რომ მოცემული ტერიტორიის სანაცვლოდ სხვა ტერიტორია შეგვეთავაზებინა, მაგრამ აზერბაიჯანის მხარემ უარი თქვა. რატომ? იქნებ ის ვერ შევთავაზეთ რაც მათ სჭირდებათ - ვთქვათ, სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი, ან, თუნდაც, თანა-კონტროლი? იქნებ, იმის გარანტია, რომ ამ ტერიტორიაზე ათასობით გამვლელთა შორის ყველა ტურისტი მშვიდობიანი უცხოელია და არა ბილიკების მზვერავი ვთქვათ გ.რ.უ.ს ან სომხური სპეცსამსახურების თანამშრომელი, იქნებ კიდევ სხვა მსგავსი დეტალი, რომელიც მათი საზღვრის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 


ახლა ასე შევხედოთ - მაგალითად, თრუსოს ხეობაში, სადაც მრავლად არის ოსური სოფლები და ოსებს ისედაც აქვთ პრეტენზია ამ მიწებზე, თუმცა თვითონ ხეობა საქართველოს შემადგენლობაშია, ერთ მშვენიერ დღეს ქედზე გამოჩნდა ასობით ოსი დროშებით. ბუნებრივია, რომ იმ წამს გასაგები გახდებოდა, რომ ეს მორიგი პროვოკაციაა. და ჩვენ რას ვშვებით? მივდივართ აზერბაიჯანის საზღვარზე და ეთნიკური სიმბოლიკით და ორგანიზებული მსვლელობით ვდგებით საზღვრის გასწვრივ. ბუნებრივია, რომ ამ ქმედებაში დიპლომატიის წვეთიც არ ურევია და ზუსტად იმ მკერდში მჯიღის ცემას გავს, რომლის გამოც დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო (სამწუხაროა, თუ არ გვახსოვს). 


და ერთიც - ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, რომლის მიღმაც სამართლებრივად უპირატესობა აზერბაიჯანის მხარეს არის, პრეზიდენტი ჩადის და ოფიციალურად აცხადებს, რომ "დგას იმ მესაზღვრეების გვერდით, რომლებიც გმირულად იცავენ ქვეყნის საზღვარს" (თუ რაღაც მსგავსი, ყოველ შემთხვევაში პათოსი ამგვარი იყო.) არის თუ არა ეს ნოტა აზერბაიჯანის მხარისთვის იგივე ხისტი პათოსის შემცველი, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად იყოს გაგებული- "ტერიტორია ვისია, არ გვაინტერესებს, ისტორიულად ეს ინფრასტრუქტურა და ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და გინდა თუ არა, ახლა ჩვენ კონტროლში უნდა იყოსო". - და აქაც სადმე ჩანს, ან დიპლომატიის ან ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის მსგავსი რამ? და რაც ძალიან ლოგიკური იყო, აზერბაიჯანის მხარემ მაშინვე კონტროლი გააძლიერა თავის ტერიტორიაზე. 


ძალიან სამწუხაროა, რომ უახლესმა ისტორიამ და მისგან მიღებულმა სავალალო შედეგებმა ვერაფერი გვასწავლა. როგორც ჩანს ერთი და იგივე ფოცხზე, გამუდმებით დაბიჯება ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. და რუსებსაც, და კიდევ ვისაც გინდა სხვა ყველას რა ენაღვლება, კარგად იყენებს ამ ხერხს შენ წინააღმდეგ. უარესებს აღარ დავწერ...“ - წერს გიორგი მასხარაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...