0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისი ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

2019 წლის 24 მაისს, 15:30 საათზე,  სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“.  ღონისძიება  „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით ეწყობა.  კონფერენციას, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს გახსნის საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური.

ღონისძიება მიზნად ისახავს ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას.

კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატბიდან სპეციალურად მოწვეული მსოფლიოს წამყვანი ენდოკრინოლოგები მოწვეულ საზოგადოებას გააცნობენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ქართველ სამედიცინო წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ დაესწრნონ ღონიძიებას და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რეკომენდაციები და გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას.

 „მოგეხსენებათ, საქართველოში  ონკო-ენდოკრინული დაავადებების რიცხვმა საგრძნობლად იმატა და საკმაოდ ხშირია ახალგაზრდა პაციენტების მომართვიანობა კლინიკებში.  სწორედ, ამიტომ შეიქმნა „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია“, რომელიც  ხელს შეუწყობს ენდოკრინოლოგიის, როგორც დარგის განვითარებას და ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.“-აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკო-ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თამარ მაკარიძე.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ მიზანს წარმოადგენს პრობლემისადმი მულტიდისციპლუნური  მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, პათომორფოლოგების, რადიოლოგების და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის ხელშეწყობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...