0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ღია წერილი „TBC დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს ბატონ პაატა ღაძაძეს

ჯანმრთელი ბიზნესი აღიარებს კონკურენციის სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს.

დღევანდელი სადაზღვევო სექტორი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება,  ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარების მოტივატორიცაა, როდესაც სექტორში მოღვაწე ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და დაზღვევით დაინტერესბულ პირს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ბანკების არაპროფილური საქმიანობა ბევრ, მათ შორის სადაზღვევო სფეროში, ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, არამედ მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლებისა და მათი უფლებების დაცვისთვის.

„TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენის დროს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც ისევე აქტიურად გამოიყენებთ „TBC ბანკის“ რესურსებს, როგორც ეს ქონების და ავტოდაზღვევის სფეროში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად ეფექტიანად გამოიყენეთ.

ცნობილი ფაქტია, რომ ბანკი ძალიან დიდი ხელშემწყობი რესურსია დაზღვევის ბიზნესში. ბანკის რესურსების გამოყენება ეფეტიანად შესაძლებელია ბევრი მიმართულებით; მაგალითად: კლიენტების ბაზა,  წვდომა კორპორატიული ორგანიზაციების ფინანსურ ბრუნვებზე, ორგანიზაციებსა და ბანკებს შორის საკრედიტო/სასესხო ვალდებულებები და კავშირები, რომელიც ბუნებრივად იწვევს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ამ საშუალებების აგრესიულად გამოყენება არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის გამოხატულებაა. მაგალითად: ბანკის კლიენტების ბაზა ძალიან დიდი ინფორმაციაა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საცალო დაზღვევის პროდუქტების მნიშვნელოვანი სეგმენტია და ამ ბაზის არასამართლიანად გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია თიბისი დაზღვევის საცალო მიმართულებით მოპოვებული წარმატებაში. ამ ორი ფაქტის კავშირი უკვე ცხადყოფს რა მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი და ეფექტური ინსტრუმენტია ბანკი სადაზღვევო კომპანიისთვის.

 

რა იგულისხმება ჯანსაღ კონკურენციაში? მარტივად იგულისხმება, რომ დღეს ბანკთან ასოცირებულ/აფილირებულ, ან ბანკის მფლობელობაში მყოფ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, რაც ცალსახად კონკურენციის შეზღუდვაა. ამ ფონზე, ვფიქრობთ უხერხულია ისაუბროთ სხვა ჯგუფების შემადგენელ კომპანიების განსხვავებულ მიმართულებებზე, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც თვალნათელია, რა მარტივია ბანკის რესურსით ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით თანხმლებ პროდუქტების წარმატებით დანერგვა. 



ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე, თავად წყვეტს ვინ იყოს მისი მზღვეველი, და მისი გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის მისი პარტნიორი საბანკო ორგანიზაცია  და იმედს ვიტოვებთ თქვენი კომპანიაც გაიზიარებს ამ საერთაშორისო სტანდარტულ მოთხოვნებს ჯანსაღ კონკურენციასთან მიმართებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...