0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კონკურსის „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019“ გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიური კონკურსში გამარჯვებული კომპანიები დაჯილდოვდნენ.

კოპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჯილდოს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოში  და მიზნად ისახავდ ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ და და დაჯილდოვდნენ.  აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდა და დაჯილდოვდა SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

ნომინაცია: ხარისხიანი განათლება
გამარჯვებული: საქართველოს ბანკი

ნომინაცია: გენდერული თანასწორობა
გამარჯვებული: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"

ნომინაცია: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
გამარჯვებული: GPI ჰოლდინგი

ნომინაცია: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
გამარჯვებული: ფოთის პორტი 

ნომინაცია: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
გამარჯვებულები: ნატახტარი, ჩვენი სახლი საქართველო

ნომინაცია: SDG პიონერი
გამარჯვებული: მაია ქობალია, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"

 

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. წარმოჩნდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე. წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

დამატებითი ინფორმაცია:                                                                               

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში   „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში სამი გამარჯვებული კომპანია  გამოავლინა და დააჯილდოვა. ესენი იყო: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართულისაუკეთესო პროექტი – გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“, გარემოს დაცვისკენ მიმართულისაუკეთესო პროექტი – კომპანია ‘ნატახტარი“ და წარმატებული პარტნიორობა მდგრადიგანვითარებისთვის – კომპანია m2.

კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...