0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა

თიბისი გალერეში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა, რომლითაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი დაიწყო.

გამოფენაზე დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი სხვადასხვა მასალას მოიცავს. მათ შორის: ჩანახატებს, დოკუმენტებს, ჩანაწერებსა და ესკიზებს. ტრადიციული ექსპოზიციისგან განსხვავებით,  გამოფენა სივრცის ქსელური აგებულებით მემკვიდრეობის აღქმის უხილავ პერსპექტივებს გვიშლის. ოჯახის არქივთან ერთად, რეტროსპექტივაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცული კოლექციები გამოიფინება. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული 4 ნამუშევარი - „იმერეთი ომის დღეებში“, „იმერეთის პეიზაჟი, მიტინგი“, „ინდუსტრია“ და „დამუშავება სვანეთში“ თიბისი დაზღვევის (Tbcinsurance.ge) დახმარებით გამოიფინა. ნამუშევრები სადაზღვევო კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დააზღვია. 

გამოფენის მიზანია, კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით  ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქება, მეხსიერებისა და ახალი ნარატივების გააქტიურება. კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს, როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და მკაფიო ეროვნული იდენტობის მქონე ხელოვანს.

მხატვრის საიუბილეო პროექტი კულტურული მოვლენების ციკლს მოიცავს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რომლის ფარგლებშიც აკადემიურ და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამაცაა დაგეგმილი. 

პროექტის ფარგლებში, საზოგადოება  დავით კაკაბაძეს გაიცნობს არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც საქართველოში ერთ-ერთ პირველ ხელოვნებათმცოდნეს, ფოტოგრაფს, ოპერატორს, რეჟისორს, მეცნიერსა და სტერეოკინოს სპეციალისტს. შესაბამისად, პროექტის ძირითადი ფოკუსი ხელოვნება, წარმოება და მეცნიერებაა. ამ სამი მიმართულების გაერთიანებით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნებისათვის საჭირო და აუცილებელი დისკურსი და ინტერდისციპლინარული სარჩულები შეიქმნება. 
თიბისი გალერეაში წარმოდგენილი რეტროსპექტივის პარალელურად, საუკუნის წინანდელი  კაკაბაძის მემკვიდრეობა ტექნოლოგიურად სრულიად ახალ ფორმატებში გაცოცხლდება და თანამედროვე შინაარსით დაიტვირთება. 18 მაისიდან, თიბისი არტ გალერეა მულტიმედია პროექტს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა არტისტები - ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ აქულაშვილი და დიმიტრი შუბითიძე კაკაბაძის კონცეფციების ინსპირაციით, ადამიანისა და სინათლის ინტერაქციის კვლევის მიზნით ციფრულ მედიაში აუდიოვიზუალურ, სივრცით ინსტალაციებს შექმნიან. 

18 მაისს საიუბლეო პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგის პრეზენტაციაც შედგება, რომელიც სამეცნიერო ჯგუფის კვლევებსა და ახალ ხედვებს გააერთიანებს. არატრადიციული კატალოგის მიზანია დავით კაკაბაძის, როგორც მკლევარისა და მეცნიერის წარმოჩენა და საზოგადოებისათვის მისი შემოქმედების დღესდღეობით ნაკლებად ცნობილი მიმართულებების გაცნობა. 

პარალელურად 17-20 მაისს თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF) ფარგლებში, „ექსპო ჯორჯია“-ს ტერიტორიაზე, დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები იქნება წარმოდგენილი. 

საიუბილეო ღონისძიებათა სერიის კიდევ ერთი ნაწილი თიბისის სახელოვნებო პლატფორმა - „პროექტი 12“-ია. რუსთაველის გამზირზე ახალ სახელოვნებო სივრცეში პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები და კვლევები 3 თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. 

დავით კაკაბაძის ფონდი პროექტის ფარგლებში შექმნის არქივს, რომელიც გააერთიანებს როგორც ოჯახში არსებულ დოკუმენტაციას, ასევე საიუბილეო წლის განმავლობაში შექმნილ, სხვადასხვა შექმომედებითი პროცესის ამსახველ მასალებს. კაკაბაძის ფონდის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში დაცული კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციების სრული გაციფრულება, რაც ფართო საზოგადოებას შემოქმედის მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის საშუალებას მისცემს. 
 
***დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან პირველმა დაიწყო ხელოვნებისა და წარმოების სინთეზის შესახებ საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტალინის  სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.
დავით კაკაბაძე დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. აღმოსავლური და დასავლური ღირებულებების გაერთიანებით, მან უნიკალური ქართული ნიმუშები შექმნა. სწორედ ამიტომ, კაკაბაძის მემკვიდრეობა დღესაც, გლობალურ კულტურაში, თანამედროვე ადამიანის ორიენტირს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...