0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ პრეზენტაცია კავკასიის უნივერსიტეტში

9 მაისს, 18:30 საათზე საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში ალექს ოსტერვალდერის წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“ პრეზენტაციას ჩაატარებს. ეს არის რევოლუციური წიგნი ბიზნესის სფეროში, რომელიც სულ მალე ჯეპრას ინიციატივითა და გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულად გამოიცემა.

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ მსოფლიო ბესთსელერი წიგნია, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე. იგი USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის არის შესული.

წიგნის თანაავტორი, ალექს ოსტერვალდერი შვეიცარიელი ბიზნესთეორეტიკოსი, კონსულტანტი, მეწარმე და სპიკერია. 2010 წელს მან დააარსა კომპანია “Strategyzer”, რომელიც ორგანიზაციებს განვითარების, უკეთესი ფასეული შეთავაზების შექმნისა და ძლიერი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. ოსტერვალდერის მიერ შემუშავებული ბიზნესმოდელის ტილო იქცა უნივერსალურ ენად ბიზნესის სფეროში და იგი უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.

პრეზენტაციის ფარგლებში სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდებზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რაც საშუალებას მისცემთ მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი.

სოსო გალუმაშვილი ასევე გააცნობს დამსწრეებს კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივას, რაც გულისხმობს ბიზნეს განათლების ხელშეწყობას თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურის ქართულად გამოცემის გზით. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ იქნება პირველი წიგნი, რომლის ქართულად წაკითხვის შესაძლებლობაც ექნება საზოგადოებას, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ არაერთი წიგნის გამოცემა კომპანია პალიტრა L-თან თანამშრომლობით.

ივენთის განმავლობაში საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში და მოიგოთ “ლურჯი ოკეანის” მიერ გამოცემული წიგნები.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება: http://bit.ly/2YbP2d7

გთხოვთ, დარეგისტრირდით დროულად, რადგან ადგილები შეზღუდულია.

დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ღონისძიების ლინკი: http://bit.ly/2VSHSNE

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...