0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ოდისეი დიმიტრაიდის ქ, #5-ში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის. ახალგახსნილ „სმარტში“ 35 - მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია. „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტის გახსნას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო.

დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ახალგახსნილ „სმარტთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელი „სმარტის“ ახალ ობიექტზე საჩუქრად მიიღებს ენერგეტიკულ სასმელს - „XL-ს“ და „სნიკერსს“. სასაჩუქრე ვაუჩერების განაღდება 20 მაისამდეა შესაძლებელი.

„„სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს და მოხარული ვართ რომ აჭარის რეგიოში, ახალსოფლის ობიექტის შედგომ, სუპერმარკეტის გახსნის შესაძლებლობა ბათუმშიც მოგვეცა. ბათუმში „სმარტის“ გახსით არა მხოლოდ კიდევ უფრო კომფორტული გახდა „ვისოლ ჯგუთან“ ერთად მგზავრობა, არამედ ტურისტების გაზრდილი ნაკადისთვისაც განსაკუთრებულად მოსახერხებელია რკინიგზის სადგურთან თანამედროვე სუპერმარკეტისა და იქვე გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმითა და ფუნთუშეულით მიმზიდველი „სმარტ“ კაფის არსებობა.“, აცხადებენ „სმარტში“

მორიგი „სმარტი“ ბათუმში ახალი ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც საკუთარი იმპორტის ევროპული თუ ამერიკული პროდუქტების და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის 5000-მდე სახეობაა წარმოდგენილი. იქვე მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.

“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. „სმარტის“ სუპერმარკეტი ავტობანზე, სოფელ არგვეთასთან განთავსდება. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...