0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა თბილისში

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი  და გაზგამათბობელი ჩახსნეს.

მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი - 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში - 895, სანზონაში - 888, ისანი-ვაზისუბანში - 884, ნაძალადევში 729 ღია კამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში - 672, კრწანისის რაიონში - 451, მთაწმინდის რაიონში - 398, საბურთალოს რაიონში - 331, ვაკეში - 181, დიდუბეში კი 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე - 131, დიღომში - 89.  აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ, CO კლავს! 


სამგორი - 1441

ჩუღურეთი - 895

სანზონა - 888

ისანი-ვაზისუბანი - 884

ნაძალადევი - 729

გლდანი - 672

კრწანისი - 451

მთაწმინდა - 398

საბურთალო - 331

ვაკე - 181

დიდუბე - 145

ნუცუბიძე - 131

დიღომი - 89

წყნეთი - 46

სულ - 7281

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...