0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სად უნდა შევიძინოთ ჩანთები და აქსესუარები?

ჩანთა და აქსესუარები ჩვენი ყოველდღიური  ცხოვრების  ძირითადი ატრიბუტებია, რომლებიც გვეხმარება, გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალურობა და წარმოვაჩინოთ საკუთარი  ხასიათი. ამასთანავე, ზოგჯერ ისეთ ჩანთასა თუ აქსესუარს ვარჩევთ, რომლებიც მოდურია დროის კონკრეტული პერიოდისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ჩანთას რაიმე მიზნისთვის ეძებ თუ, უბრალოდ, გინდა აქსესუარი, რომელიც თავად იტყვის თავის სათქმელს. ყველა  შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, სად შეიძლება შევიძინოთ ჩვენი გემოვნების შესაფერისი ჩანთა - სავაჭრო ცენტრებში, ტრადიციულ თუ  ონლაინ მაღაზიებში? მაღაზიები - ტრადიციული გზა

მაღაზიებში  საათობით სიარული  ზოგისთვის მეტად  სასიამოვნო პროცესია და ხშირად საჭიროც კი, რადგან, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, რიგ შემთხვევებში ის  ფსიქოთერაპიის  ტოლფასიც კი ხდება. საყიდლებზე სიარულს შეუძლია, ნეგატიური ემოციისგან გაათავისუფლოს მომხმარებელი. შესაბამისად, ჩანთისა თუ სხვა აქსესუარის შეძენისას მომხმარებელთა ნაწილი ტრადიციულ გზას  იყენებს.

გამოწერა ონლაინ მაღაზიებიდან

ნივთის ონლაინ გამოწერა დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. გაყიდვების უდიდესი ნაწილი Amazon, Ebay, Aliexpress, Alibaba და სხვა ევროპულ, ამერიკულ თუ ჩინურ საიტებზე მოდის. ნივთის ონლაინ გამოწერა მეტად მარტივი და კომფორტულია მომხმარებელთათვის. სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ სასურველი დიზაინისა თუ ფასის მქონე ჩანთა ან აქსესუარი შეარჩიოთ. ამასთანავე, ხშირად მომხმარებლები ცდილობენ თანამედროვე მოდის ტენდენციებს არ  ჩამორჩნენ  და შეიძინონ ის, რაც ჯერ  მათი ქვეყნის ბაზარზე არაა. ზოგი კი, უბრალოდ, ცდილობს, სასურველი ნივთი უფრო იაფად გამოიწეროს ან უბრალოდ ახალ ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეს და ციფრული სამყარო აირჩიოს აქსესუარების შესარჩევად. ყველა ზემოჩამოთვლილი მიზნის მისაღწევად - ონლაინ გამოწერა ნამდვილად იდეალური ვარიანტია.


გამოწერა ქართული ონლაინ მაღაზიებიდან

ქართული ონლაინ მაღაზიების რიცხვი ნელ-ნელა  იმატებს, რასაც ხელს უწყობს ქალაქში არსებული საცობები, დროის დაზოგვისა და კომფორტული შოპინგის სურვილი მომხმარებელთა მხრიდან.

Liloshop საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ქალისა და მამაკაცის ჩანთები და აქსესუარები გამოიწეროთ. ონლაინ მაღაზია პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანით და ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასით გამოირჩევა.

Liloshop.ge-დან გამოწერილ ნივთებს, რაღა თქმა უნდა, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე მიიღებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ხელნაკეთი ჩანთები

თუ გინდა ორიგინალური იყო, თუ გსურს,  ჩანთაზე გამოხატული იყოს შენთვის სასურველი გამოსახულება თუ წარწერა, თუ არ გსურს, ბაზარზე არსებულ სტანდარტულ აქსესუარებში დახარჯო ფული - მაშინ ხელნაკეთი ჩანთა შენთვის იდეალური ვარიანტია.

დღეისთვის არაერთი ადამიანი ცდილობს, შექმნას რაღაც ახალი, მისთვის დამახასიათებელი სტილი, რაც მომხმარებელთა ყურადღებას მიიპყრობს.  მოკლედ, თუ გსურთ, უნიკალური აქსესუარით იწონებდეთ თავს, ხელნაკეთი ჩანთები ნამდვილად არ იქნება თქვენთვის ურიგო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...