0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია.

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი  წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს.

Golden Brand -ის დაჯოდლოების ცერემონიალზე, რომელიც 19 აპრილს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.

Golden Brand -ზე ქართული ნატურალური წვენების კატეგორიაში „ჩერომ“ No1 Golden Brand-ის ტიტული მოიპოვა, „ზედაზენი“ კი ქართული ლუდების კატეგორიაში გახდა ნომერ პირველი Golden Brand -ი, ხოლო ლუდი Ragnar-ი საქართველოში ლიცენზირებული პროდუქციიდან ნომერ პირველ Golden Brand -ად დაასახელეს.

ბიზნეს დაჯილდოება Golden Brand -ზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით უკვე მე-14 იმართება, სულ 53 გამარჯვებული ბრენდი გამოავლინეს.

"ქართული ლუდის კომპანია“ Golden Brand -ის მიერ მრავალჯერ იქნა აღიარებული, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. ის, რომ გაფასებენ და საუკეთესოდ გაღიარებენ ეს მოტივაციაა ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ ბრენდებზე და ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვანი და რაც მთავარია ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ Golden Brand -ი გახლავთ მთავარი ჯილდო წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. ჩვენი კომპანია ხარისხს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ჩვენი მომხმარებელიც კარგად ამჩნევს და წლების განმავლობაში გრძნობს მომხმარებლის კეთილგანწყობას",- ს.ს ქართული ლუდის კომპანიის მარკეტინგის  ხელმძღვანელი შალვა  ჩოჩელი.

Golden Brand -ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.
Global Idea-ს მიერ ჩატარებული კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ; უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომხმარებლებშიც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...