0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული   დღესასწაულია. აღინიშნება  აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, მის სახედარს ზოგი თავის სამოსს უფენდა ფეხქვეშ, ზოგი - პალმის ტოტებს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს. 

ბზის შესახებ გამოცდილების გაზიარებისთვის  ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგიას“ ფლორისტს დავით ჩანგიანს ვეწვიეთ.

გორგიაში“ მცენარეების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრისთვის. ასევე, გვაქვს ყველა საჭირო აქსესუარი, რაც მათი მოვლისთვისაა საჭირო. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი ბზასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითმა ინტერვიუს დროს.   

ბზა მარადმწვანე, ყინვაგამძლე, ყვავილოვანი დაბალი ბუჩქი ან ხეა, რომელსაც 70-მდე სახეობა აქვს.  ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიური ბზა. მცენარე 2-დან 12 მეტრამდე იზრდება, რაც დამოკიდებულია ბზის სახეობაზე. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და არც განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს. ბზა ხარობს ნებისმიერ ტემპერატურასა და სინესტეში. ის თავს კარგად გრძნობს ღია სივრცეში, კარგად ეგუება მზეს. მას უყვარს დიდი რაოდენობის წყალი, თუმცა სიმშრალესაც კარგად უძლებს.

ბზა, მისი ნელა ზრდის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭას,  მარტივად შესაძლებელია, მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც  მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალამოსული ღეროები უფრო იოლად იღებს ნებისმიერ ფორმას.

მისი გადარგვა და დარგვა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა ყველაზე სასურველი პერიოდი მაინც შემოდგომაა. გადარგვისას ძირითადად მოღრუბლული ამინდი ირჩევა. ნიადაგი გასუფთავებული უნდა იყოს სამშენებლო მასალების ნარჩენებისა და ყვითელი ქვიშისგან. ბზის მცირე ბუჩქს სააღდგომოდ „გორგიაში“, სულ რაღაც, 3 ლარად და 99 თეთრად შეიძენთ.

როგორც „გორგიას“ ფლორისტმა გვითხრა, ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები,  მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს. 

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგიერთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...