0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „აქსის თაუერსის“ პროექტის ნაწილი გაიხსნა

27 მარტი, 2019- საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „აქსის თაუერსის“ ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება.   

დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა,  რომელიც სიმაღლეში 147 მეტრია, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბანკმა აღნიშნული პრექტისთვის 25 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსება გამოყო.   

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. „აქსისი“ გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით  ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა,  მხარი დავუჭიროთ ასეთი პროექტის განვითარებას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და აქსისის  პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

„აქსის თაუერსის“ გამორჩეული არქიტექტურა - 37-სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით.  პიედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 100 მლნ დოლარს შეადგენს.  „აქსის თაუერსის“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები. 

აქსის თაუერსის მშენებლობა წელს დასრულდება, და მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას: ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი, სასტუმრო და გასართობი სივრცეები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...