0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტის მიერ კომპანია BMC-ს ბრენდის ავტობუსები არის წარმოდგენილი

თბილისის ავტობუსების ტენდერში მეორე პრეტენდენტად განიხილება კომპანია შპს „ინტერავტო თრეიდინგი“, რომელიც ქალაქის მოსახლეობას კომპანია BMC-ის მიერ წარმოებულ ავტობუსებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ მათ მიერ შეთავაზებულია ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლის ექსპლოატაციის პერიოდი გაცილებით მეტია ამ კლასის სხვა მწარმოებლებთან შედარებით. 

BMC-ის ავტობუსები გამოირჩევა როგორც გამძლეობით, ასევე ტევადობით და კომფორტით. BMC-ის ავტობუსებს თავისი სიმძლავრიდან, აგებულებიდან, საბურავების და დისკების ზომიდან გამომდინარე შეუძლია 20%-ით მეტი მგზავრის გადაყვანა, რითაც ფოკუსირდება მომხმარებლებისათვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე.

აღსანიშნავია, რომ BMC-ის ავტობუსები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს საგზაო რელიეფთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისი მთაგორიანი ქალაქია და ქალაქგარეთ კოჯრისა და წყნეთის მხარეს საკმაოდ დახრილი რელიეფია სერპანტინებით. შესაბამისად მსგავს რელიეფზე ეფექტური მოძრაობისათვის უფრო მეტი სიმძლავრეა საჭირო, ძრავის სასიცოცხლო ციკლის დაცვის და საწვავის მომხმარების გადაჭარბებისაგან თავიდან აცილების მიზნით.

კომპანია „ინტერავტო თრეიდინგის“ სერვის პარტნიორი გახლავთ „თეგეტა მოტორსი“, რომელიც 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

BMC დაარსდა 1964 წელს ბრიტანულ კომპანია BRITISH MOTOR COMPANY-სთან თანამშრომლობით და აწარმოებს საქალაქო ავტობუსებს, სამხედრო ტექნიკას, სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს. მათ მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები.

BMC თურქეთის ერთ-ერთი ძირითადი კომერციული და სამხედრო ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიერ წარმოებულ ტრანსპორტს ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 50%-ზე მეტი უჭირავს. BMC საავტომობილო წარმოებაში გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და თანამედროვე საწარმოო დანადგარებით, ასევე პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, მაღალკვალიფიციური კადრებით და წარმოების მაღალი შესაძლებლობებით.

BMC-ის მიერ წარმოებული პროდუქცია შემუშავებულია უმაღლესი საინჟინრო შესაძლებლობებით და მოწინავე საწარმოო ტექნოლოგიებით, შესაბამისად გადის ყველა საექსპლოატაციო გამოცდას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. BMC თავის ავტობუსებში ძირითადად იყენებს ამერიკული კომპანია Cummins-ის და გერმანული კომპანია MAN-ის ძრავებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, ექსპლოატაციის ხანგრძლივი პერიოდი, ეკონომიურობა და კომფორტული ინტერიერი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...