1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსმა ევროპული სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ის რეიტინგი მოიპოვა

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, თეგეტა მოტორსის რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის  ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. თეგეტა მოტორსის სტრატეგიის შესაბამისად სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.


თეგეტა მოტორსი გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში.


თეგეტა მოტორსი მომხარებელს საავტომობილო მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მოიცავს საავტომობილო პროდუქტების, მსუბუქი და სატვირთო ავტმობილების, სპეციალური ტექნიკის გაყიდვებს და მომსახურებას, ასევე ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას. აღნიშნული განაპირობებს მომხმარებლების დივერსიფიცირებას და შემცირებულ საოპერაციო რისკებს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მსგავსი პორტფელი ცალსახად პოზიტიური ფაქტორია, ვინაიდან აბალანსებს ერთ სამომხმარებლო ჯგუფთან დაკავშირებულ რისკებს. თეგეტა მოტორსი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან როგორებიცაა: Porsche, Toyota, Mazda, MAN, JCB, Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Bosch და სხვა, რაც განაპირობებს ბიზნეს პორტფელის დივერსიფიცირებას და დაბალ საოპერაციო რისკებს.


„თეგეტა მოტორსი ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური ბაზრის ლიდერი საავტომობილო სფეროში, რაც აისახება ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის ზრდის 20%-იანი მაჩვენებლით“ - წერს სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ი. აღნიშნული რეიტინგის მოპოვება თეგეტა მოტორსისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია გეგმავს 30 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე.


თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...