1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევის ჩატ ბოტმა ელექტრო სკუტერი გაათამაშა

თიბისი დაზღვევის ჩეთ ბოტმა  B Bot • ბი ბოტმა რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სხვადასხვა დაზღვევის შეძენა პირდაპირ facebook მესენჯიდან შეუძლია,  ყველაზე იღბლიანი მოგზაური ელექტრო სკუტერით დაასაჩუქრა. აქციის განმავლობაში, ყოველი მე-5 ვინც ბი ბოტით თავის ან მეგობრების მოგზაურობას დააზღვევდა, საჩუქარს მიიღებდა. 


ამ პერიოდში ბი ბოტმა, 400 ადამიანი სხვადასხვა პრიზებით დაასაჩუქრა და მათ საბას ელექტრონული წიგნები, როუმინგის მეგაბაიტები, კინოს ბილეთები, ურბანეარსის ყურსასმენები და ელექტრო სკუტერი გადასცა. 
ამ ადამიანებს შორის ყველაზე იღბლიანი, მე-2000 მოგზაური, მაკა მანჯავიძე აღმოჩნდა, რომელმაც მთავარი პრიზი, ელექტრო სკუტერი მოიგო.

იღბლიანი მომხმარებელი საკმაოდ ხშირად სარგებლობს თიბისი დაზღვევის პროდუქტებით და ამბობს, რომ ბი ბოტით მათი შეძენა განსაკუთრებით მოსახერხებელია;

“წელიწადში 2-3 ჯერ ვმოგზაურობ. ზოგჯერ მივლინებით, ზოგჯერ ტურისტულად. არაერთხელ შემიძენია სამოგზაურო დაზღვევა ბი ბოტის დახმარებით, მარტივია და კომფორტული. თავიდან არ დავიჯერე. არ მეგონა, რომ ასე მარტივად შეიძლებოდა ასეთი ნივთის მოგება. ამიტომ დავრეკე თიბისი დაზღვევაში და გადავამოწმე მართლა მოვიგე თუ არა. მერე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.”

ბი ბოტის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამოგზაურო დაზღვევა თავისთვის და  მეგობრებისთვისშეიძინოს. ამისთვის საჭიროა, B Bot • ბი ბოტი facebook მესენჯერში მოძებნოთ და მიწეროთ, რომ დაზღვევის შეძენა გსურთ. ბოტი რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ დაზღვევის ღირებულებასაც ჩეთიდან გაუსვლელად გადაგახდევინებთ. სამოგზაურო დაზღვევის პოლისს კი ელექტრონულ ფოსტაზე და სმს-ის სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნით. 

ამის შემდეგ შეგიძლიათ იმოგზაუროთ თავისუფლად და საზღვრის გადაკვეთისას დაზღვევის ელექტრონული პოლისი წარადგინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...