1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს განცხადება

მე, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, პროკურატურის 28 თებერვლის განცხადების პასუხად, იმის მიუხედავად რომ ახალი არაფერი თქმულა, მინდა ყურადღება კვლავ გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:

1. პროკურატურა საქმეს იძიებს "ფულის გათეთრების” მუხლით. რაც მეტ კომენტარს აკეთებს ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანო, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს და ბუნებაში ვერ გვექნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია, შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ. არ არსებობს "შავი ფული”, რომელიც ვინმემ "გაათეთრა”. უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას.

2.გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ.

3. პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. ამასთან მათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვთ და არ გააჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არავითარი ბერკეტი პროკურატურისთვის სამართლებრივი პასუხის გასაცემად.

4. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს არა გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებასთან, რომლის მიზანი სიმართლის დადგენაა, არამედ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...