1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ  რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის.  „ვენდი“ „გალერეა თბილისში“ სტუმრებს ახალი ფორმატით უმასპინძლებს. ერთგულ მომხმარებელს „ვენდის“ რესტორნისა და “ვენდის” კაფის ტრადიციულ, უგემრიელეს მენიუსთან ერთად, ნამდვილი, მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან დამზადებული პიცების [‘[‘yndდაგემოვნებაც შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფმა“ პიცერიების ქსელის განვითარების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა და საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში დაიწყო, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება. 

„გალერეა თბილისში“ "ვენდის" რესტორნის ოფიციალურ გახსნას “ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები დაესწრნენ.

"საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია" და თბილისის გულში,  „გალერეა თბილისში“ გახსნილი ახალი ფორმატის ვენდის რესტორანში მასპინძლობით გავაკვირვებთ როგორც ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციაც ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე", აცხადებს "ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძე.

”ვენდის“ ახალ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. დღესდღეობით უკვე „ვენდის“ 11 რესტორანი წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.  

საქართველოში “ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში კი უკვე 2 წელია ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვა სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...