1 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ხუმარაშვილის რიგით მეათე პერსონალური გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღისთვის გამოცემულ ალბომს ეძღვნება.

2018 წელს უშანგი ხუმას 70 წელი შეუსრულდა. ალბომის - „ანარეკლები ანარეკლების შესახებ უშანგი ხუმარაშვილის ფერწერულ ნამუშევრებში“ პრეზენტაცია გამოფენაზე შედგა.
 ექსპოზიცა უშანგი ხუმას 2018-19 წლებში შექმნილ 15 ნამუშევარს აერთიანებს. უშანგი ხუმა 1948 წელს, დედოფლისწყაროში დაიბადა. 1967-73 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, თეატრის განხრით სწავლობდა. 1974-80 წლებში თელავის დრამატულ თეატრის მხატვარი იყო. 1975 წლიდან რეგულარულად იფინება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოპებსა და ბიენალეებში. უშანგი ხუმას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული ვიზუალური ხელოვნების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ უშანგი ხუმა, როგორც ფერმწერი, 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, მხატვრული ორიენტაციით ის ტიპური 80-იანელია.

„ხუმარაშვილის ნახატები მძიმე ფორმებისა და მოცულობების აბსტრაქციებია, ისინი დაზგურ ფერწერას კი არა, უფროკედლის მხატვრობას ჰგავს, მეტიც, გამოქვაბულის კედლის რიტუალურ მხატვრობას. ისინი უკიდურესად მძიმეაფიზიკური მგრძნობელობით, თუმცა, საღებავის მასალის სიჭარბე არასოდესაა მისი დამახასიათებელი.“ 

„უშანგი ხუმარაშვილის ერთი დამსახურება ის არის, რომ მან ცოცხალი ავანგარდისტული ტრადიციების მქონეხელოვნება ელიტარული გახადა, რითაც დასავლეთის არტ სამყაროს პრეცედენტი შექმნა საქართველოში; შექმნასრულიად ცარიელ ადგილზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.“ „ის ასახავს სინამდვილეს აბსტრაქტული ნახატის გზით; მას მხოლოდ სჭირდება მოკლას აღსანიშნი, რათა შექმნას აღმნიშვნელი, - როგორც პირადი და ყველასთვის გასაგები ანარეკლი.“ (დავით ჩიხლაძე; ალბომის ტექსტიდან) უშანგი ხუმას გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 2019 წლის 14 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...