1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვისოლი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირებისათვის სტუდენტურ კონკურსს #იზრუნე აცხადებს

„ვისოლი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით სტუდენტურ კონკურსს აცხადებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს რეალობად აქციონ იდეა, რომელიც საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული. #იზრუნე „ვისოლ ჯგუფისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. 

სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით ინსპირირებულ იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შევლენ წევრები არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან, ასევე, წარმომადგენლები მსხვილი მედიაჰოლდინგებიდან,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ვისოლ ჯგუფიდან. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO ჩაატარებენ შეხვედრების სერიასა და ვორკშოპებს ფინალისტებისთვის და მოამზადებენ მათ ფინალისთვის. გამარჯვებულები იდეის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ კომპანია ვისოლისგან. დამატებით ანაზრაურებად სტაჟირებას გაივლიან „ვისოლ ჯგუფში“ და საკუთარ იდეას პროფესიონალ გუნდთან ერთად განახორციელებენ.  

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილე ილიაუნელებისთვის აწესებს ნომინაციას „ილიაუნის რჩეული“ - აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3000-ლარიან დაფინანსებას.  

#იზრუნე 2018 წლის ზაფხულში სტუდენტური ბანაკების სერიით დაიწყო და - კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. პტოექტის პარტნიორები არიან „ვენდი“ და „დანკინიც“. 

 tel: 995.577.102. 201

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...