1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI P smart 2019 - ახალი ბიუჯეტური კლასის სმარტფონი უფრო დიდი ეკრანითა და უკეთესი გადაღების შესაძლებლობით

კომპანია HUAWEI-ის უახლესი ბიუჯეტური კლასის სმარტფონში გაზრდილია ეკრანის მოცულობა და გაუმჯობესებულია გადაღების ფუნქცია, რადგან HUAWEI P smart 2019-ის  ძირითად კამერებს აქვთ ხელვნური ინტელექტის მხარდაჭერა. გარდა ამისა ახალი ფლაგმანი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მქონე, უახლესი, 8 ბირთვიანი ჩიფსეტით Kirin 710--ით, რომლის საშუალებითაც სმარტფონს შეუძლია ამოიცნოს 500-ზე მეტი სცენა და ობიექტი.    

უახლესი HUAWEI P smart 2019-ით კომპანია HUAWEI-მ საზოგადოებას   წინამორბედისგან განსხვავებული, უახლესი ტექნოლოგიებისა და დიზაინის შემუშავებით, უფრო დახვეწილი და მეტი შესაძლებლობის მქონე სმარტფონი შესთავაზა,  რომელიც  დღევანდელი მომხმარებლების დინამიურ საჭიროებებს აუცილებლად დააკმაყოფილებს. 

და მაინც, როგორია სმარტფონი ფლაგმანური დისპლეის მქონე დიზაინით? 

თუ HUAWEI P smart 2019-ს თავის წინამორბედებს შევადარებთ, მომხმარებლები მაშინვე შენიშნავენ გაფართოებულ, 6.21-ინჩიან 19.5:9 HUAWEI Dewdrop დისპლეის. გარდა ამისა, 415ppi-იანი მაღალი პიქსელების სიმჭიდროვე, საშუალებას იძლევა სმარტფონს უფრო მაღალი FHD+ (2340x1080) რეზოლუცია ჰქონდეს. რადგან მომხმარებლები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ თავიანთ სმარტფონებთან, HUAWEI P smart 2019-ს აქვს ახალი TÜV სერტიფიცირებული თვალისთვის კომფორტული რეჟიმი, რომელიც ეფექტურად ფილტრავს მაღალი ენერგიის მქონე ლურჯ განათებას, რათა მომხმარებლის თვალი არ გადაიღალოს. 

ახალი სმარტფონი ახალი AI და AR შესაძლებლობებით 

პრემიუმ ხარისხის ეკრანთან ერთად, HUAWEI P smart 2019 აღჭურვილია გაუმჯობესებული წინა და უკანა კამერებით. გამორჩეულია, 16MP-იანი ფართო სპექტრის წინა კამერით, რომელსაც  ახალი AI და AR შესაძლებლობები აქვს, და ისეთი გამოსადეგი ფუნქციები გააჩნია, როგორიცაა,  მაგალითად,  ჟესტების კონტროლის ფუნქცია, პორტრეტის რეჟიმში გადაღებული ფოტოების ხარისხის  გასაუმჯობესებელი ეფექტი,  რაც სელფების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს. HUAWEI P smart 2019-ის  წინა კამერა ასევე აღიქვამს და ოპტიმიზაციას უკეთებს სელფის ფონის 8 კატეგორიას, ამიტომ მომხმარებელს  თავისუფლად შეუძლია  სოციალური ქსელებისთვის გამორჩეული და ხარისხიანი სელფები გადაიღოს. 

HUAWEI  P smart 2019 შექმნილია მოხმარებელთა მეტი კომფორტისთვის, მისი გამოყენება მოსახერებელია ნებისმიერ სიტუაციაში ყველანაირი შეფერხების გარეშე. ახალი ბიუჯეტური სმარტფონის შიდა მეხსიერება 64 გბ-ია 512 გბ-მდე გაზრდის შესაძლებლობით.

HUAWEI  P smart 2019-ის 3400 მლ. ამპერიანი ელემენტი შექმნილია სმარტფონის ყოველდღიური მომხმარებლებისთვის, კომპანიის შიდა ტესტირების შედეგების მიხედვით 4G ინტერნეტის უწყვეტ რეჟიმში გამოყენების შემთხვევაში ელემენტი ძლებს 10 საათი, უწყვეტ რეჟიმში ვიდეობის ყურების შემთხვევაში ელემნტი ძლებს 18 საათი, ხოლო საყვარელი ფლეილისთის უწყვეტ რეჟიმში მოსმენის შემთხვევაში ელემნეტი ძლებს 96 საათი, 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...