1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს

თიბისი ჯგუფი და Allproperty.ge საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისთვის, თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი. 

უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას Allproperty.ge ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Allproperty.ge-ზე განთავსდება გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას: 

·         უძრავი ქონების მოძებნა;

·         შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით;

·         შეფასება;

·         დაფინანსების მიღება;

·         უძრავი ქონების გადაფორმება;

·         რემონტის დაგეგმვა;

·         ავეჯის შეძენა.

თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა თუ ფუნქციონალის განვითარებას, რაც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს, ბინის ყიდვიდან საცხოვრებლად გადასვლამდე. 

თიბისისა და Allproperty.ge-ს შორის თანამშრომლობა მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება. 

Allproperty.ge-ის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...