1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

StorySign – სპეციალური აპლიკაცია კომპანია HUAWEI -სგან სმენის არმქონე პატარებს

რამდენიმე თვეა, რაც  მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 და HUAWEI Mate20  Pro გამოჩნდა.   „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, რომლებიც უმაღლეს მიღწევას წარმოადგენენ  ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ - ასეთი შეფასება მოჰყვა HUAWEI Mate20  სერიას, რომელიც საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.

კითხვის სწავლა, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ბავშვებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან ჟესტების ენა, პატარები კი, ვერ აკავშირებენ ფურცლებზე არსებულ სიტყვებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.  კომპანია

HUAWEI -მ  არსებული პრობლემის გამარტივება და გამოსწორება ანდროიდში ჩაშენებული სპეციალური აპლიკაციით სცადა. მათ შექმნეს აპლიკაცია StorySign,  რომელიც სმენის არმქონე პატარებს წიგნის კითხვაში დაეხმარება და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ნახატებს ჟესტების ენით გააცოცხლებს. „მიმართეთ თქვენი ტელეფონი საბავშო წიგნსკენ და აპლიკაცია,  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გადათარგმნის სიტყვებს ჟესტების ენაზე, რომელიც ნაჩვენები იქნება ეკრანზე ავატარის მიერ“, - ნათქვამია ინსტრუქციაში.

სპეციალურად შექმნილი, ანიმაცია-აპლიკაცია მხოლოდ ბავშვებს კი არ ეხმარება კითხვის სწავლაში, არამედ მშობლებსაც შეასწავლის ჟესტების ენას, რათა კომუნიკაცია მათ შორის უფრო გამარტივდეს და უფროსებმა თავადვე უამბონ ზღაპრები ბავშვებს. აპლიკაცია უფასოა და მის ჩასაწერად აუცილებელი არ არის  HUAWEI -ს ტელეფონი გქონდეთ. ამჟამად აპლიკაციას 10 ენის თარგმნა შეუძლია ჟესტების ენაზე, მათ შორის,  ევროპული ენებისაც. თითო ენას ამ ეტაპზე, მხოლოდ 1 წიგნი აქვს ადაპტირებული. სამომავლოდ, დაგეგმილია ზღაპრების დიდი კოლექციის შექმნა.

 

https://www.facebook.com/HuaweimobileGE/videos/292882534694168/

 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...