1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„Project ArtBeat“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას - „Nowhere to Run“ უმასპინძლებს

21 დეკემბრიდან გალერეა „Project ArtBeat“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას - „Nowhere to Run“ უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს.
ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს. ასევე კოლაჟის ტექნიკას მიმართავს - ნამუშევრებისათვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციასა და ტექსტებს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე სოციალური, სამეცნიერო თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ.
ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ტილოებზე ასახვა, სწორედ ამიტომ, ხელოვანი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს -თითქოს დაუმთავრებელია სურათები.
ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი: “To see a world in a Grain of Sand” – „დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (თბილისი - 2016), „Crossing the boundaries” – „AT388“ (როტერდამი - 2015); „Kunstpreis” – „Kunsthalle Recklinghausen“ (რეკლინგჰაუზენი - 2013); „Post Coitum Omne Animal Triste Est” - „Damenundherren“ (დუსელდორფი - 2012); „Zwischen Gestern und Morgen” - „გალერეა 10“ (კარლსრუე - 2011).
გამოფენა „Nowhere to Run“ 8 თებერვლამდე გაგრძელდება.
გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.projectartbeat.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...