1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

თეგეტა მოტორსის სოციალური პროექტ #არგამბოლოს სარეკლამო კამპანია, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურს „Meliora 2018“-ის გამარჯვებულია. სარეკლამო კამპანიაზე თეგეტა მოტორსის დაკვეთით სარეკლამო კომპანია „Holmes&Watson”-მა იმუშავა და შეიქმნა კამპანია - „ხველების ენა“, რომლის მიზანი გახლდათ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა გარემოს დაბინძურების მიმართულებით. 

ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი, რომლის გამონაბოლქვი შეადგენს ჰაერის დაბინძურების 70%-ზე მეტს. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, ამიტომაც აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს ჯანმრთელობას. რასაკვირველია 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ავტოტრანსპორტის გარეშე, თუმცა შეგვიძლია შევაჩეროთ ეკოლოგიური კატასტროფა, თუ ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტს გამოვიყენებთ.

 „თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანია #არგამბოლოს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობდა უფასოდ შეემოწმებინათ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი დაკმაყოფილებდა ეკო სტანდარტს მათ გადაეცემოდათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი, ასევე კომპანია გადასცემდა ხის ნერგს ბუნებაზე ზრუნვის გამოსახატად და სიმბოლურ სერთიფიკატს, როგორც გარემოზე მზრუნველი მძღოლს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილი ვერ გაივლიდა კონტროლს, მათ მფლობელებს გადაეცემოდათ მწვანე ვაუჩერი, სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ გამონაბოლქვის სისტემის შეკეთება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. 
მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს დაახლოებით 200 მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევებს წარმოადგენენ ნახშირჟანგის, ტყვიის, ქლორის, ბრომის, ფოსფორის შემცველი პროდუქტები. ნახშირჟანგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. გამონაბოლქვი ასევე შეიცავს კარცენოგენს, რომელიც სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს და შემდგომში შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა, ასევე გამონაბოლქვი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე  თეგეტა მოტორსი როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...