1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკსა და „Sida“-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა

პირველად საქართველოში,  მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) იქნება. თიბისი ბანკსა და Sida-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომლის დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან. 

ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკის მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, Sida მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს. 

მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე თიბისი ბანკი და Sida რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ. ქალი მეწარმეების აღებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას, ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, Sida რისკის 60%-ს გაიზიარებს. 

Sida-ს გარანტია 40 მილიონი აშშ დოლარის პორტფელს დაფარავს.

აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თიბისი ბანკი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის Sida-სთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...