1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ენგურის გადმოკვეთის გამო რუსეთის საოკუპაციო ჯარის სამხედროებმა 21 არასრულწლოვანი დააკავეს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-მა „ჯეპრას“ საკონფერენციო დარბაზში პროექტ „No Future Land“-ის საბოლოო ანგარიში წარადგინა. 
Truth Hounds-მა პროექტი აზერბაიჯანში ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და International Partnership for Human Rights-თან თანამშრომლობით განახორციელა.
პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სვიტლანა ვალკო უძღვებოდა.
ანგარიში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი გალის რაიონში მცხოვრები ბავშვების ისეთ უფლებათა დარღვევებზეა კონცენტრირებული, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება და თავისუფლად გადაადგილების უფლება. ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს უწევთ. პროექტის ფარგლებში გალში მცხოვრები ბავშვების შესახებ მომზადდა დოკუმენტური ფილმი, სადაც აღწერილია მათი ცხოვრებისეული სირთულეები, რომელთაც ყოველდღიურად აწყდებიან იქ მცხოვრები მოსწავლეები.
სვიტლანა ვალკოს თქმით, ორგანიზაციას ურთიერთობა ჰქონდა გალში მცხოვრებ მოსწავლეებთან და გაირკვა, რომ ჯანმრთელობის უფლება მათთვის შეზღუდულია. იქ მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს ჯანდაცვის ხარისხიან სერვისზე წვდომის შესაძლებლობა, რის გამოც ცდილობს, სამკურნალოდ ქუთაისსა და თბილისში გადავიდეს. „ბოლო 3 წლის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანებსაც აეკრძალათ ენგურის ხიდზე გადმოსვლა. ამიტომ დახმარების საჭიროების მქონე პირებს, მათ მშობლებსა და მანქანის მძღოლს უწევთ ნებართვის აღება, რასაც დიდი დრო სჭირდება. შესაბამისად, ვიღებთ ცუდ შედეგს, მაგალითად, 12 წლის ბიჭი დაიღუპა იმის გამო, რომ ენგური ვერ გადმოლახა“, – თქვა ვალკომ.
ანგარიშის მეორე თემა იყო განათლების პრობლემა. აღინიშნა, რომ გალში მცხოვრებ მოსწავლეებს არ შეუძლიათ განათლების მიღება მშობლიურ ენაზე და ისინი იძულებული არიან, რუსულად ან აფხაზურად ისწავლონ. გარდა ამისა, ბავშვებს შესვენებებზეც კი ეკრძალებათ ქართულად საუბარი. მიუხედავად ამისა, იქაური ქართველი მასწავლებლები ცდილობენ, ჩუმად ასწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება დარღვეული აქვს 5000 მოსწავლესა და 750 მასწავლებელს.
ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელზეც სვიტლანა ვალკომ ისაუბრა, იყო თავისუფლად გადაადგილების უფლება, რაც გულისხმობს საზღვრის გადაკვეთას სხვადასხვა მიზეზის გამო. „ბოლო მონაცემებით, 21 არასრულწლოვანი დააკავეს ენგურზე მდინარის გადაცურვის გამო და იზოლატორში გადაიყვანეს. მათ მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებენ, რაც მშობლები შესაბამის თანხას გადაიხდიან. მათ, ვისაც არ აქვთ დოკუმენტაცია, ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ცხოვრება“, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების შესახებ ფილმის ჩვენება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 21 ნოემბერს 6 საათზე გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...