1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“სოკარი” კომპანიის CSR სტრატეგიას წარადგენს

16 ნოემბერს  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე  არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ გააცნობს. ღონისძიება 16:00 საათზე საგამოფენო ცენტრ  “ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება.  სტუმრებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია კორპორაციული პასუხისმებლობის ახალი მიმართულებების, ასევე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.  ღონისძიება მოიცავს პანელურ დისკუსიას სოკარის პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიერ წარმოებული CSR საქმიანობის მიზნებისა და იმ რესურსების თაობაზე, რასაც კომპანია გაიღებს ამა თუ იმ პროგრამის რეალიზაციისთვის. „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ - ასეთია კომპანიის CSR-ის ზოგადი პლატფორმა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება და ასევე, შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...