2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ის ვერ მიიღებს ჩვენს მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს.. ოჯახს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები მიაქვს“ - ჩალაძე სააკაშვილზე

„ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია. ასე, ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ სააკაშვილთან მობილური ტელეფონიც მივიტანოთ, მაგრამ შეუტანენ ამ ტელეფონს? ზუსტად ასეა, როგორც ფიზიკურად ვერ შეუტანენ და ვერ მიიღებს ჩვენს მიტანილ „ყიყლიყოს“, ასე ვერ შეჭამს იმ საჭმელს, რომელსაც ვერ ჭამს.

მას რომ საცივი შევუტანოთ, ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ამ საჭმელს ვერ ჭამს. ამაზე ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი.

პრეზიდენტი რომ ვერ ჭამს, დამტკიცებულია ძალიან მაგარ დასკვნაში. ამერიკელი ექიმები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი წერს, რომ ის მძიმე მეტალებით არის მოწამლული, მისი ორგანიზმი ვერ მიიღებს საკვებს, ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები