0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ცემით მოკვლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ცემით მოკვლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ასევე დაკავებულია მამაკაცის მასპინძელი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ჩხუბში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებენ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

ოჯახის ნათესავები ამბობენ, რომ მას სისტემატურად სძალავდნენ ფულს, მკვლელობა კი სავარაუდოდ ამავე მიზეზით მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები