0 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელავში 28 წლის ქალი მოკლეს, თანმხლები მამამაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ მამაკაცს – 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”,- აცხადებს შსს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები