0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ცემა, გაუპატიურების მუქარა - არასრულწოვნის წამების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

არასრულწლოვანმა, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში და სექსუალური ხასიათის მუქარაში ადანაშაულებდა, დღეს კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო. ის მარნეულის პოლიციაში ამოცნობისთანავე დააკავეს. მოზარდის მტკიცებით, სწორედ ნიკოლოზ ქოჩიშვილია ერთ-ერთი სამართალდამცველი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ხელი მოტეხა.

„ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ. ქ.-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, სახეში ხელების რტყმა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგადაც არასრულწლოვანი თ.ა. გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი. დავაკავეთ კ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის  მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 10 წლამდე,“-განაცხადა  პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.

არასრულწლოვანის ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდმა დაკავებული პოლიციელის გარდა რამდენიმე დღის წინ კიდევ სამი სამართალდამცველი ამოიცნო.

„რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სამი პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც აწამეს ეს ბავშვი და სცემეს და მის მიმართა არაადამიანური მოპყრობა მოხდა. დღეს მოხდა მეოთხე პოლიციელის ამოცნობა. პიროვნება ნიკოლოზ ქოჩიშვილი რომელმაც ხელი მოტეხა. რომელიც მონაწილეობდა უშუალოდ მისი ხელის მოტეხვაში, რომელიც არა მარტო ხელით სცემდა, არამედ წიხლი ჩაარტყა, გადააგდო სკამიდან და მოტყდა არასრულწლოვანს ხელი. ახლა დასრულდა საგამოძიებო მოქმედება, ამის შემდეგ დამატებით მოხდება არასრულწლოვნების გამოკითხვა,“-განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბოლნისში მოხდა. არასრულწლოვანის მტკიცებით, ის ქურდობის მუხლით დააკავეს რის შემდეგაც პოლიციელებმა აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები