0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო ცვლილებები გელით სამსახურშიც და პირად ცხოვრებაში. ზოგიერთს დაქორწინება ელის, ზოგსაც საინტერესო სამსახურს შესთავაზებენ და უარი არ თქვათ. 

კურო
სიფრთხილე და სიდინჯე გმართებთ ახალი საქმეების დაწყებისას. შეიძლება ვისი იმედიც გქონდათ, დახმარებაზე უარი გითხრათ, მაგრამ ნუ გაჯიუტდებით, დიპლომატიურად იმოქმედეთ. 

ტყუპი
აქტიური დღე გელით. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, წარმატებას მიაღწიოთ სამსახურში. 

კირჩხიბი
კარგი დღეა დიდი ხნის ოცნების რეალიზებისთვის. ნუ შეგეშინდებათ წინააღმდეგობების და თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები. ფინანსები ზომიერად ხარჯეთ. 

ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა მთელი დღე აქტიური, ენერგიული იყოთ და სიზარმაცემ იდეების განხორციელებაში არ შეგიშალოთ ხელი. საღამოს კარგია მასაჟი ან იოგა. თვითნებურად დიეტას ნუ დაიწყებთ, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ. 

ქალწული
პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ. სამსახურში განიხილეთ ახალი პროექტები და დაიწყეთ მათი რეალიზება. 

სასწორი
ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეჭიდებით. უპირატესობა მნიშვნელოვნებს მიანიჭეთ. პრობლემებს კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. 

მორიელი 
შეეგუეთ იმ აზრს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ია-ვარდებით მოფენილი არ იქნება. მაგრამ თავდაუზოგავი შრომა და მიზანმიმართული ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდება. 

მშვილდოსანი
ახალი პროექტების განხორციელებისას გვერდით ერთგული პარტნიორები დაიყენეთ. ნურავის ენდობით და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. 

თხის რქა
მიმზიდველი სამსახურებრივი შემოთავაზებებიც რომ მიიღოთ, პირველ რიგში ოჯახურ ბედნიერებაზე იფიქრეთ და პრიორიტეტი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მიანიჭეთ. 

მერწყული
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება, აიმაღლოთ ცოდნის დონე. 

თევზები
მოერიდეთ დაუფიქრებელ ქმედებებს, ავანტიურას, ფულის საეჭვო პროექტებში დაბანდებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები