0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სენტა პეტროლიუმი მომხმარებლისთვის მიცემულ პირობას ვერ ასრულებს

სულ რამდენიმე თვის წინ კომპანია „სენტა პეტროლიუმში“ აცხადებდნენ, რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევდნენ ბრენდირებულ ნავთობკომპანიებს და მომხმარებელს დიზელის საწვავს 20 თეთრით, ბენზინს კი 10-15 თეთრით იაფად შესთავაზებდნენ, ვიდრე სხვები.

„მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ. შედარებით დაბალ მარჟებზე მუშაობა დიდ ბრუნვას მოგვიტანს". ავტოგასამართი სადგურები უკვე ფუნქციონირებს ბათუმსა და ქუთაისში. უახლოეს პერიოდში კი თბილისში 5-მდე ქსელის გახსნა იგეგმება - აცხადებდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით კომპანიის დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ  სენტა პირობას ვერ ასრულებს და  დაბალ ფასებს ბენზინზე მომხმარებელს ვერ შესთავაზებს.

 "ლარის კურსის გამო ფასები აუცილებლად გაიზრდება, ორი მთავარი ფაქტორი არსებობს ამისთვის - საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და მეორე ფაქტორია  ლარის კურსის ვარდნა. ამ ორი ფაქტორის გამო ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა და შესაბამისად აუცილებლად იქნება ასახული ფასებზე.“- აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება დამატებითი ახალი ქსელების გახსნას, კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მხოლოდ ორი ავტოგასამართი სადგურით არიან წარმოდგენილები ბათუმსა და ქუთაისში.

„ჯერ-ჯერობით თბილისში ბენზინგასამართი სადგურები არ გაგვიხსნია. მიდის მოლაპარაკებები, როგორც მეპატრონეებთან ასევე ბანკებთან. შეიძლება ავტოგასამართი სადგურების იჯარით აღება, რასაც შემდგომში დამატებითი ინვესტიციები სჭირდება, ამისთვის კი დამატებითი თანხებია საჭირო. მეორე მხრივ შესაძლოა ავტოგასამართი სადგურების შეძენა. ეს შეეხება არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებს.“ - აცხადებენ კომპანიაში და ახალი სადგურების გახსნის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები