1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში  აგრძელებს.  ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს Startup Grind-ის ტრადიციული შეხვედრების მომდევნო ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.

ტრადიციულ პანელზე Phubber App-ის დამფუძნებლები: ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც თან ახლავს სტარტაპის ზრდას, მის საერთაშორისო ბაზარზე  გასვლასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

„საქართველოს მსგავს პატარა ბაზარზე სტარტაპის შექმნა თავისთავად მოიაზრებს საერთაშორისო მასშტაბებზე ფოკუსირებას. ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენი სტუმრები ამ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესის შუაგულში არიან. რეგიონში მიმდინარე ომისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად მათ შეძლეს წარმატების მოპოვება“, ამბობს გიორგი ტუხაშვილი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი. 

 

ინფორმაციისთვის, Pubber App პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. აქ შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორადი ნივთების აღმოჩენა. სტარპატი 2019 წელს დაარსდა და 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია.

500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ფაბერმა შეძლო უკრაინის ბაზრის ათვისება. კომპანიის შემდეგი მიზანი ყაზახეთი და უზბეკეთია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...