1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„უსაფრთხოების დღეები“ თეგეტა მოტორსში

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობის დასაგეგმად და სასურველი ადგილების მოსანახულებლად. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლის ამ პერიოდში მობილობა მაქსიმალურად იმატებს და შორ გზაზე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად გამართული ავტომობილი მნიშვნელოვანია. სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ეხება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ავტომფლობელებს „უსაფრთხოების დღეების“ შეთავაზებები მოუმზადა.

 

ავტომობილის შემოწმებისას არსებობს სტანდარტული პარამეტრები და ის რამდენიმე პუნქტს მოიცავს. რეკომენდებულია, შემოწმდეს სავალი ნაწილი და ავტომობილის დეტალები. „თეგეტა მოტორსში“ აქციის ფარგლებში 10 ლარად შესაძლებელია სერვისების ნაკრებით სარგებლობა: სავალი ნაწილის დათვალიერება, ძრავის ზეთის, სამუხრუჭე სითხისა და გაგრილების სისტემის შემოწმება.

 

შორ გზაზე მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანია ახალი და გამართული საბურავებიც. მოძველებული და სეზონისთვის შეუსაბამო საბურავები სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. თუ თქვენს ავტომობილს საბურავების შეცვლა ან გამართვა ესაჭიროება, „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლიათ 4 საბურავი 3-ის ფასად შეიძინოთ.შეთავაზება ეხება როგორც ზაფხულის, ისე ყველა სეზონის საბურავებს.

„უსაფრთხოების დღეების“ შეთავაზება აკუმულატორებზეც ვრცელდება. აკუმულატორის შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია. „თეგეტა მოტორსში“ FIAMM-ისა და BEX-ის აკუმულატორებზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. იგივე შეთავაზება ეხება BREMBO-სა და CTR-ის სამუხრუჭე ხუნდებსაც.

„უსაფრთხოების დღეების“ შეთავაზებებით სარგებლობა ნებისმიერ ავტომფლობელს ივლისის ბოლომდე შეუძლია.

------

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000 -მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...