1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „რეფორმა“ დედაქალაქში კიდევ ორ სკეიტპარკს ააშენებს

 

თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, - დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე სკეიტმოედნები ფუნქციონირებს. დღეს ეს სკეიტპარკები სკეიტერებს ვეღარ იტევს. ორივე პროექტი, თბილისის მერიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია Reforma construction management company-მ შეასრულა.

 

“რეფორმას” პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ ახლო მომავალში დედაქალაქს დამატებით ორი სკეიტპარკი შეემატება.

 

„ჩვენი მენეჯმენტის პირობებში შესრულებული გვაქვს, დედაენის სკეიტპარკი და კიკვიძის სკეიტპარკი, რომლებიც მუდმივად დატვირთულია ექსტრემალური სპორტის მოყვარულებით. „რეფორმას“ უკვე დაგეგმილი აქვს ორი მიმდინარე პროექტი, ორი სკეიტპარკის მშენებლობა. პირველი ლოკაცია უკვე გადაწყვეტილია, ეს იქნება ვარკეთილში. ასე რომ მოქალაქეები დამატებით ორი სკეიტპარკით გაიხარებენ, რომელსაც მენეჯმენტ კომპანია “რეფორმა” ააშენებს“, - ამბობს მათე ნაცვლიშვილი.

 

დედაენის ბაღი 16 ივნისს  ოფიციალურად და საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. განახლებული ბაღი თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი გახდა და ტრადიციულად, უამრავ ვიზიტორს იზიდავს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკი იპყრობს.

 

მათე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დედაენის ბაღში სკეიტპარკის მშენებლობა განხორციელდა კომპანია „რეფორმა“–ს ლატვიელი პარტნიორის - “Mind Work Ramps” ჩართულობით, რომელიც ევროპაში ექსტრემალური პარკების ერთ-ერთი საუკეთესო მშენებელია.

 

„იმდენად, რამდენადაც სკეიტპაკრის მშენებლობისას, შემოქმედებით პროცესთან გვქონდა საქმე, მისი ფორმიდან, არქიტექტურული ბეტონირებიდან გამომდინარე, ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. სკეიტპარკების ამ ხარისხის მშენებლობაში ჩვენ ვართ პიონერები, პირველად გამსვლელები და ვკაფავთ იმ გზას, რაც შემდეგ სხვა კომპანიებმა უნდა გაიარონ.  სხვათა შორის ამის პრეცედენტიც არსებობს და ეს მხოლოდ გვიხარია, რომ ჩვენი გამოცდილება სხვებმაც გაიზიარეს და შედარებით გაკვალულ გზაზე მოუწიათ სიარული.

 

მშენებლობის პროცესში დავეკონტაქტეთ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც სპეციალიზდებიან კონკრეტულად სკეიტპარკების მშენებლობაში და ექსტრემალური ფიგურების გამოყვანაში. გვინდოდა ამ კოლაბორაციით შეგვექმნა, რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკი, ამის პრეტენზია თავშივე გვქონდა, რაც გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, შემიძლია ვთქვა, ეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ სკეიტპარკს შეუძლია ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს. ასე რომ ამ პროექტმა თავისი სახელი თქვა, თავის გასაკეთებელს ახლაც აკეთებს.  შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ გუგლის შეფასებებით, იგივე ტურისტული გაიდების შეფასებებით, რამდენად წარმატებული გამოდგა ეს პროექტი“, ამბობს მათე ნაცვლიშვილი.

 

კომპანია „რეფორმას“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განუხორციელებია და ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში: მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ტერიტორიაზეც შალიკაშვილების ცნობილი სასახლე დგას; დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...