1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში 5 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორის რაიონის სოფელ მარანაში 5 ჰა. ფართობზე ვაშლის ბაღები გაშენდა. აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში, ბანკის მიერ გამოყოფილი 300 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია ევროპული თანამედროვე ჯიშის ვაშლის ნერგების შეძენასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას მოხმარდა.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით საჭირო ინვესტიციის მოზიდვა, იმისთვის, რომ წამოგვეწყო ახალი საქმიანობა. 5 ჰა. მიწის ფართობზე დავასრულეთ „გოლდენისა“ და „ჯერომაინის“ ჯიშის ვაშლის ბაღების გაშენება და ამ ეტაპზე 5 ადამიანს ვასაქმებთ. პროდუქციის რეალიზაციას ევროპის ქვეყნებში ვგეგმავთ. საშუალოდ, წელიწადში 100 ტონა მოცულობის მოსავალს ველით. სამომავლოდ, ვგეგმავთ ბაღების დამატებით 5 ჰა. ფართობზე გაშენებას და მეტი ადამიანის დასაქმებას“ , - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, ზურაბ ჭულუხაძე

„მოხარული ვართ, რომ აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. საქართველოს ბანკის აგრო სტარტაპ სესხი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ცარიელი მიწის ნაკვეთიდან შექმნას თანამედროვე ტიპის ბაღი. პროდუქტის შექმნის მიზანს, მიკრო მომხმარებლისთვის ფინანსურ რესურსზე მარტივი წვდომის გაჩენა წარმოადგენდა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აგრო მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

აგრო სტარტაპ სესხის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag

ინფორმაციისთვის, პროექტის მხარდასაჭერად ფინანსური რესურსი სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაიცა, რომელსაც „სოფლის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...