2 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ციფრული ბანკის მომავალზე იმსჯელეს

სასტუმრო ბილტმორში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ფორუმი - The Future of Banking გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ინგლისურენოვანი გამოცემა The FINANCIAL-ი იყო, ხოლო მხარდამჭერი - თიბისი. ფორუმის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო ასოციაცია.

 

ფორუმი საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე სიახლეებს, ქართული ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს, ბაზრის ანალიზსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. ფორუმზე ისაუბრეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ და სხვებმა.

 

თიბისი ფორუმზე წარმოდგენილი იყო ორ საპანელო დისკუსიაში, რომლებზეც ციფრული ბანკინგის და ფინტეკების მომავალზე იმსჯელეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა თიბისის ციფრულ ტრანსფორმაციაზე და გაციფრულების მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

 

„თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა სრულიად ახალი რეალობის მოწმენი გავხდეთ. დღეს, ციფრული ბანკი ხდება ბიზნესის კეთების, გადახდების და მომხმარებლისათვის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების დომინანტური გზა როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოში. თანამედროვე პრაქტიკაში საცალო სეგმენტისა და ციფრული ბანკინგის ერთმანეთისგან განცალკავებულად განხილვა შეუძლებელია.  დღეისათვის, თიბისიში ტრანზაქციების  99 % ციფრულად, ხოლო 1 % ფიზიკური გზით ხორციელდება“,  - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე

 

საბანკო ინდუსტრიაში ფინტეკების როლზე და პერსპექტივებზე ისაუბრა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა, რომელმაც უზბეკეთში თიბისის მთლიანად ციფრული ბანკის საქმიანობა მიმოიხილა.

 

 „საქართველო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ჰაბი, იმისთვის, რომ აქ შეიქმნას ფინანსური ტექნოლოგიები და შემდეგ მოხდეს მისი ექსპორტი. ამის მაგალითია თიბისის მიერ შექმნილი პლატფორმა Space, რომელიც უკვე ორ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.  სწორედ Space-მა მოგვცა საშუალება აგვემუშავებინა პირველი, ქართული, ციფრული ბანკი უზბეკეთში, რომელსაც უკვე  მილიონ ნახევარი მომხმარებელი ჰყავს,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

საბანკო ფორუმს გაზეთ The FINANCIAL-ის სპეციალური ნომერი მიეძღვნება, სადაც დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნობიან ფორუმზე განხილულ საკითხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...