2 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს − ქოუჩინგ სესია სამი კოენთან SOLO მომხმარებლებს

SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რომლის ფარგლებშიც SOLO One to One-ის შეხვედრების სერია გრძელდება. რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს მისთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ.  ამჯერად კი ეს LEO ინსტიტუტის დამფუძნებელი, სამი კოენია, რომელთან შეხვედრის დროსაც, SOLO მომხმარებლები შეძლებენ ისაუბრონ თემაზე  − რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს.

 

1 საათიანი ქოუჩინგ სესია თქვენი, როგორც ლიდერის მიმდინარე გამოწვევების შეფასებასა და თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. შეხვედრის დრო ასევე დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

 

·         ლიდერის როლი დღევანდელ ორგანიზაციაში

·         ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც თქვენი გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ

·         როგორ იქმნება ნდობაზე დაფუძნებული გუნდები და სხვა.

 

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3iDSV78

 

აპლიკაციების განხილვა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება.  (ადგილები შეზღუდულია) დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3JZa9Yo

 

სამი კოენის შესახებ:

სამმა LEO მეთოდოლოგია 1982 წელს მეუღლესთან, ქლერ ნიერთან, ერთად შექმნა და მას შემდეგ ათასობით ადამიანს გაუზიარა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპების ტექნიკა, რათა შეექმნათ ჯანსაღი, პროდუქტიული პირადი ცხოვრება თუ პროფესიონალური გარემო ორგანიზაციებში.

 

ინფორმაციისთვის, პროექტ One to One-ის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მათთვის საინტერესო წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი რეკომენდაციები და განიხილონ მრავალფეროვანი საკითხები ისეთი მიმართულებებით,  როგორიცაა: ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და სხვა. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა როგორც online ისე offline ფორმატით.

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/3BKwTXr

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...