2 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - upway შეემატა.

upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

 

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

 

უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.

დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.

 

ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი, ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება ადამიანებისთვის არის ბუნებრივი მოთხოვნილება - თვითაღმოჩენა არასდროს მთავრდება, upway-ის შექმნით კი ახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს საინტერესო აღმოჩენებისკენ ვუბიძგებთ”, -  მარიკა აბულაძე, upway- თანადამფუძნებელი.

 

ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში. 

 

“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება”, - მარიშა გოგოლაური, upway- თანადამფუძნებელი

 

იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და  თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს  როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით. 

“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება აინტერესებს და კურსების სელექციის გარდა, მათ არაერთ ღონისძიებას, შეთავაზებასა  თუ აქტივობას გააცნობს, რომელსაც  სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის მუდმივად განვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, - მარიამ ცანავა, upway- თანადამფუძნებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...