0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ეფეს საქართველო“ “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021” გამარჯვებული გახდა

კომპანიამ ბოლო წლებში CSR-ის მიმართულებით უკვე მეექვსე ჯილდო მიიღო

 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით, კონკურსი „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ უკვე მეოთხედ გაიმართა, სადაც ნომინაციაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” ჯილდო  „ეფეს საქართველოს“ გადაეცა. ეს კომპანიის უკვე მეექვსე ჯილდოა, რომელიც მან კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ჩატარებულ სხვადასხვა კონკურსში მიიღო.

 

„ეფეს საქართველოს“ გამარჯვება კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის”  კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორულ პროექტებს, როგორიცაა “ფონდი ნატახტარი“, ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა პანდემიის პრიობებში, რადგან კომპანიაში მიაჩნიათ,  რომ სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა დიდ გავლენას ახდენს პროექტის ეფექტურობაზე.

ცნობილია, რომ 2011 წელს კომპანიამ დააარსა „ფონდი ნატახტარი,“ რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. ფონდი დღემდე 600-ზე მეტ ბენეფიციარს 1 მილიონი ლარით დაეხმარა. დასაქმდა 300-ზე მეტი, ხოლო 270-ზე მეტმა ახალგაზრდამ განათლება მიიღო. „ფონდი ნატახტარის“ რესურსები მათი საჭიროებების მიხედვით, ინდივიდუალურად ნაწილდება.  

პანდემიის პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდა ხელოვანებისა და კულტურული ორგანიზაციების/პლატფორმების მხარდაჭერა. ამ მხრივ გამორჩეული პროექტია „ეფეს საქართველოს“ ბრენდის „ქარვის“ მუსიკალური კონკურსი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. „ქარვა“ დამწყებ მუსიკოსებს პოპულარობის მოპოვებაში და პირველი მუსიკალური ვიდეოს გამოშვებაში დაეხმარა. გამარჯვებულმა დამწყებმა მუსიკოსებმა საჩუქრად მიიღეს მუსიკალური ვიდეოს ჩაწერა და მისი პოპულარიზაცია კომპანიის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. "განიქარვე შინ" კამპანიის ფარგლებში „ქარვის” ოფიციალურ გვერდებზე ლაივ კონცერტები გადიოდა. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მუსიკის გაკვეთილები ონლაინ. გარდა ამისა, „ქარვა“ მხარს უჭერს ახალ მუსიკალურ პლატფორმებს.

„ეფეს საქართველოს“ პარტნიორული პროექტებიდან გამორჩეული იყო ასევე  ბარმენთა მხარდაჭერა, იქიდან გამომდინარე, რომ რესტორნების ბიზნესი პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია, „ეფეს საქართველომ“ პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებით გადაწყვიტა 500-მდე უმუშევარი ბარმენის დასახმარებლად საკვების ვაუჩერების მიწოდება.

„მნიშვნელოვანია, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო და ღირებულ პროექტს შორის შენსას გამოარჩევს. მადლობა კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის თითოეულ წევრს აღიარებისთვის. კორპორაციული პასუხისმგებლობის ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ბიზნესი არის პროგრესული, რომლის საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე - საზოგადოებისთვის. ჩვენ გვეამაყება ამდენი პასუხისმგებლიანი ქართული კომპანიის გვერდით დგომა და ჩვენთვის დიდი პატივია ჯილდოს მიღება,“ - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.   

კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021”, რომელშიც 50-მდე კომპანია სხვადასხვა CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს. გამარჯვებული კომპანიები საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა  გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. კომპანია “ეფეს სქართველომ” 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაში “გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი”. 2019 წელს, კატეგორიაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” “ეფეს საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩვენი სახლი – საქართველო” პარტნიორული პროექტი “ფონდი ნატახტარი“ საუკეთესოდ დასახელდა. 2020 წელს კი „ეფეს საქართველომ“  კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ გაიმარჯვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...