0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი თანამშრომლობის ფარგლებში აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ, რომელიც თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ საგრანტო პროგრამას მოიცავს. საგრანტო პროგრამის მიზანია შერჩეული კულტურებისთვის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა)) შემგროვებელი, სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.  თანამშრომლობის ფარგლებში თიბისი დააფინანსებს საგრანტო პროექტში თანამონაწილებისთვის საჭირო თანხებს.

გრანტის მოპოვება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 75 000 აშშ დოლარია და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ღირებულების 40%-ს, ხოლო კოოპერატივების შემთხვევაში - 70%-ს.

გრანტის თანხით შესაძლებელია საწარმოო დანადგარების და საწარმოო ინვენტარის შეძენა.  საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 მაისი.

ამას გარდა, USAID და თიბისი აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოტენტიანტია USAID-ის მხრიდან მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საგრანტო დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო თიბისის მხრიდან  - პროექტის თანამონაწილებისთვის საჭირო თანხების დაფინანსებას.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარება კი, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში ხელშეწყობა, ბიო და ორგანული სტანდარტის დანერგვა, მარკეტინგი, ბრენდირება, ბაზარზე წვდომა და ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობა.

თიბისი კი, აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს რამდენიმე მიზნობრიობით დააფინანსებს: ძირითადი საბრუნავი საშუალებების შეძენის შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფო პროექტის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტის სტარტაპ აგრო სესხის ფარგლებში გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ თიბისისგან თანამონაწილებისთვის საჭირო თანხა  მიიღონ  საწარმოსთვის საჭირო მიწის ფართობის,  შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, საჭირო საბრუნავი საშუალებების, მათ შორის ნედლეულის შესასყიდად, ასევე, ტექნოლოგიური ხაზების, მანქანა-დანადგარების შეძენისთვის და მონტაჟისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...