1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსექტორის მხარდასაჭერად

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოტენტიანტია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხრიდან მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საგრანტო დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო თიბისის მხრიდან  - პროექტის თანამონაწილებისთვის საჭირო თანხების დაფინანსებას. გრანტის მოპოვება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.

„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აძლიერებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შემოსავლები სოფლად. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ინიციატივები სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას. პროგრამა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეულ ფერმერებზე და მეწარმეებზე, არამედ მთლიანად სექტორის განვითარებაზე,“ - ამბობს  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მოიცავენ შემდეგი კულტურების მოსავლის შენახვის და გადამუშავების პროცესს: კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა). საგრანტო თანხების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საწარმოო დანადგარების და ინვენტარის შესაძენად.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარება კი, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში ხელშეწყობა, ბიო და ორგანული სტანდარტის დანერგვა, მარკეტინგი, ბრენდირება, ბაზარზე წვდომა და ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობა. გარდა ამისა, USAID-ის და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია არასაფინანსო სერვისები, რაც კონსულტირებაში კვალიფიციურ დახმარებას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, თიბისი აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს რამდენიმე მიზნობრიობით დააფინანსებს: ძირითადი საბრუნავი საშუალებების შეძენის შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფო პროექტის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტის სტარტაპ აგრო სესხის ფარგლებში გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ თიბისისგან თანამონაწილებისთვის საჭირო თანხა  მიიღონ  საწარმოსთვის საჭირო მიწის ფართობის,  შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, საჭირო საბრუნავი საშუალებების, მათ შორის ნედლეულის, ტექნოლოგიური ხაზების, მანქანა-დანადგარების შეძენისთვის და მონტაჟისთვის. 

„ჩვენი და USAID-ის კოლაბორაცია აგროსექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩვენ მათ ვთავაზობთ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარებისთვის.  გარდა ამისა, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით ჩვენ მათ დავეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის განვითარების გზების დასახვაში,“ - ამბობს თიბისის სერვის ექსპერტი აგრო და საოჯახო მეურნეობებში შოთა გონგლაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...