1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

 

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების მისაღებად. 

 

ლიბერთი ბანკი ტრენინგებს ჩაატარებს ყოველკვარტალურად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში ჩართული ქალებისათვის. პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

 

‘მოხარული ვართ, რომ წარმატებით დავიწყეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. დღეს, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გავუზიაროთ მათ ის სასარგებლო ცოდნა და უნარჩვევები, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ლიბერთი ბანკისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება და უახლოეს მომავალში, ჩვენ კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ქალების განათლების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით’ - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. 

 

‘კერძო სექტორს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ლიბერთი ბანკის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ მიზნებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპები ქმედითი ინსტრუმენტია.’ - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, თამარ საბედაშვილმა.

აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ლიბერთი ბანკმა 2019 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების“, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...