1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი „ზუგდიდი მოლი“ გაიხსნა

საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით ზუგდიდის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნა.  პროექტის ჯამური ღირებულება  8.5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 6.1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური დახმარებით ზუგდიდის ცენტრში „ზუგდიდი მოლის“ გახსნა შევძელით, რომლის ფართობიც 15 000 კვ.მ-ია. სავაჭრო ცენტრის შენობა ერთ სართულიანია და საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს მოიცავს. მოლში წარმოდგენილია, როგორც სურსათისა და სწრაფი კვების სივრცეები, ასევე, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, წიგნების, ტექნიკისა თუ სხვადასხვა სახის მაღაზიები, კერძოდ: „კარფური“, „ვაიკიკი“, „ფლო“, „სუპერი“ „ბიბლუსი“ „ადიდასი“ „ზუმერი“ „მინისო“, „ალტა“”და სხვა. „ზუგდიდი მოლი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია“, - განაცხადა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა, თეო გეგიაძემ.

 

„საქართველოს ბანკის ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნეს, რომელიც მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ კი, წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...