1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თავისუფლების მოედანზე რესტორანი „თავისუფლება“ გაიხსნა

ერთი წლის წინ, პანდემიის პერიოდში მამა-შვილს, რაჟდენ და თამარ გარუჩავებს გაუჩნდათ იდეა, რომ თავისუფლების მოედანზე რესტორანი გაეხსნათ, სახელის შერჩევაში ადგილმდებარეობამ თავისი როლი ითამაშა და ერთი წლის თავზე თბილისს, კიდევ ერთი მაღალი კლასის რესტორანი, სახელად „თავისუფლება“ შეემატა.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაუსინჯოს თავისუფლებას გემო,“ - ამბობს თამარ გარუჩავა, რომელმაც თავის თავზე ისეთი საპასუხისმგებლო საქმე აიღო, როგორიც რესტორნის დიზაინია, ამისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის  40-მდე წამყვანი კომპანიის პარტნიორები გახდნენ.  ავეჯი, ჭურჭელი, სამზარეულოს ტექნიკა და რესტორნისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი ისეთ ცნობილ იტალიურ და გერმანულ ბრენდებს ეკუთვნის, როგორიცაა Pedrali, Sambonet – Paderno, Virtus, Eicholtz.

მანამდე კი იყო ბევრი საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკება,  შედეგად რესტორან „თავისუფლების“ პროექტმა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სუბსიდირება მოიპოვა და თიბისის ფინანსური მხარდაჭერაც  მიიღო. შემდეგ კი იყო გარუჩავების ოჯახის თავდაუზოგავი შრომა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად.

თამარი, რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობს, დროებით სამშობლოში დაბრუნდა და მთლიანად ახალი საქმით დაკავდა.  „ოჯახთან ერთად ბიზნესის კეთება, თანაც როდესაც ჰორეკას სფეროში გამოცდილება არ გაქვს, ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა“.

რესტორნის გახსნაში დიდი როლი აქვს თამარის ძმას, ნიკა გარუჩავას, რომელიც იმასთან ერთად რომ ჰოლანდიაში ცხოვრობს და ამსტერდამში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის პროგრამისტია, შესანიშნავი გურმანიც აღმოჩნდა. ნიკამ მენიუს შერჩევაში და სამზარეულოს გამართვაში მთელი ძალისხმევა ჩადო, მისი დამსახურებაა, რომ „თავისუფლებაში“  ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს მდიდარი და საინტერესო კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რომელსაც ახალი თაობის მთავარი შეფი ზურა ჩაჩანიძე მოგიმზადებთ. „თავისუფლების“ დესერტიც განსაკუთრებულია, როგორც ნიკა გარუჩავა ამბობს, „აქაური დესერტები ცხოვრებას ცვლის“ და ეს ყველაფერი პარიზელი კონდიტერის რომან ბერნარდის დამსახურებაა.

რესტორანს ერთდროულად 250 ადამიანის მიღება შეუძლია, ამისთვის რამდენიმე განსხვავებული სივრცეა:  ტერასა, სავახშმო ადგილი და 11 მეტრიანი ბარი. „თავისუფლებაში“ არის ასევე წვეულებების ოთახი, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ დაბადების დღე ან ნებისმიერი სხვა დღესასწაული აღნიშნოთ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...